პროექტი გამომდინარეობს
ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული თემიდან: იაკობ გოგებაშვილის ,, ერეკლე მეფე და ინგილო ქალი.“ პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები კვლევა-ძიების შედეგად გაიცნობენ საქართველოს დაკარგული კუთხის ჰერეთის ისტორიას. გაიგებენ, რომ ინგილოები ქართველები არიან.
თამარ მეფის ხიდი საინგილოში |
პროექტის აქტუალობა:
საინგილო ანუ ისტორიული ჰერეთი საქართველოს ნაწილს წარმოადგენდა. ამჟამად იქ ცხოვრობენ
იმ ქართველების შთამომავლები, რომლებიც მოწყდნენ დედასამშობლოს საუკუნეების წინათ.დღევანდელ
დღეს აქტუალურია საკითხი, თუ როგორია მათი ყოფა-ცხოვრება სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში. როგორია
მათი რელიგიური მრწამსი, სოციალური ყოფა.
ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი |
პროექტის მიზნები: ჩვენს მიზანს წარმოადგენს რომ მოსწავლეებმა გაიგონ
და გააანალიზონ , თუ რას ნიშნავს ტერმინი-
,, ინგილო“. გამაჰმადიანებულ ქართველს ინგილოს ეძახდნენ. აქედან გამომდინარე მოსწავლეებმა
უნდა გაიგონ, რომ ინგილო არა ეთნიკური, არამედ სოციალური შინაარსის ცნებაა და რომ ყველა
ინგილო ქართველია. ამიტომაც ჩვენი მიზანია არ გაწყდეს კავშირი ჩვენს თანამემამულეებთან.
მოსწავლეებმა უნდა ეძებონ შესაძლო გზები მათთან დაახლოებისა და ჩასწვდნენ მათი გულის
სიღრმეში ჩადებულ დიდ ტკივილს, დედა-სამშობლოდან მოწყვეტისა.
მოსწავლეთა ასაკი: მე-6-ე კლასი (11-12 წელი)
ვადები: ორი
კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოთხრობის შესწავლის
შემდეგ გააანალიზებენ თუ ვინ არის სინამდვილეში ის პატარა ინგილო გოგო. გამომდინარე
იქედან, რომ საინგილო ანუ ჰერეთი დღეს ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში არ არის, მოსწავლეებს
გაუჩნდებათ კითხვა თუ ვინ არიან ინგილოები და რა აკავშირებთ მათ საქართველოსთან. მოსწავლეების
მიერ ჩატარებული კვლევა-ძიება მიიყვანს მათ იმ ჭეშმარიტებამდე, რომ ინგილოები ქართველები
არიან. ისინი ასევე დაიწყებენ გამოკვლევას, თუ როდის და რატომ მოწყდა ეს ისტორიული
ნაწილი ჩვენს ქვეყანას.ისინი ინტერნეტის საშუალებით დაათვალიერებენ სურათებს საინგილოს
შესახებ და შეამჩნევენ დიდ მსგავსებას ჩვენს ქვეყანასთან. შესაძლოა მათ მოუნდეთ კიდეც
ამ კუთხეში მოგზაურობა და იქ მცხოვრები ქართველების გაცნობა.
პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, წიგნები, რვეულები და
კალმები.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები გაიაზრებენ პროექტის არსს, ისინი დაიყოფიან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს დაევალება
იმუშაოს მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე. სავარაუდო საკითხებია:
1)რას ნიშნავს
ტერმინი ,,ინგილო’’
რომელი ქვეყნის
მთლიანობაში არის ამჟამად საინგილო.
საქართველოს
რომელი მხრიდან ესაზღვრება.
მოსწავლეთა ჯგუფმა უნდა მოაწყოს პრეზენტაცია და გაგვაცნოს ისტორიული ცნობები
ჰერეთის შესახებ.
2)მოსწავლეთა
მეორე ჯგუფი დაიწყებს კვლევა ძიებას საინგილოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების
შესახებ.ფოტო მასალით გაამდიდრებს საკუთარ პრეზენტაციას და დაგვისახელებს მათ სახელწოდებებს,მოგვიყვება
მათი დაარსების ისტორიას.რათქმაუნდა დასძენს ინფორმაციას ამჟამად რა ფუნქცია აქვთ ამ
ტაძრებს,მიმდინარეობს თუ არა იქ წირვა-ლოცვა.
3)მოსწავლეთა
მესამე ჯგუფი შეისწავლის საკითხს, თუ რა ენაზე საუბრობენ ინგილოები. გაიგებენ, რომ
საინგილოში ცხოვრობენ როგორც ქრისტიანი, ისე მაჰმადიანი ინგილოები. დაინტერესდებიან
იმით, არიან თუ არა ისინი თავისუფლები რწმენაში. გაარკვევენ თუ რატომ საუბრობენ უფრო
სალიტერატურო ქართულით მაჰმადიანი ინგილოები.
4) მოსწავლეთა მეოთხე ჯგუფი მოამზადებს ასაუბროდ თემას, თუ რას გვასწავლის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა - ,, მეფე ერეკლე და ინგილო ქალი." არის თუ არა ამ შემთხვევაში მხატვრული ნაწარმოები ისტორიული წყარო? როგორ დაგვეხმარა ლიტერატურული ნაწარმოები ინგილოებისა და დანარჩენი ქართველების ურთიერთობის გარკვევაში. რა დამოკიდებულებას ვხედავთ მეფესა და უბრალო ხალხს შორის.
კავშირი საგნობრივ
ჯგუფებთან:საქართველოს ისტორია, საქართველოს
გეოგრაფია, რელიგია.
No comments:
Post a Comment