Sunday, December 15, 2013

1) ვინ მოკლეს 1907 წლის 30 აგვისტოს წიწამურთან?  ( 1 ქ )
 ა) ვაჟა-ფშაველა       ბ) აკაკი წერეთელი    გ) ილია ჭავჭავაძე     დ) ლადო ასათიანი  
2)  ,,თუ საქართველის სიკვდილი არ უწერია, მაშინ მასთან ერთად შენც უკვდავი იქნები'',- ვის მიმართა ამ სიტყვებით აკაკი წერეთელნმა ? ( 1ქ )
  ა) ვაჟა-ფშაველას    ბ) ილია ჭავჭავაძეს    გ) ნ. დუმბაძეს    დ) ექვთიმე თაყაიშვილს   
3)   შემოხაზეთ გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი სიტყვა. ( 1 ქ )
   ა) სტუმარი მოუვიდა   ბ) მარცხი მოუვიდა   გ) გული მოუვიდა  
                                               
4) ვის ეკუთვნის სიტყვები : ,, ვერ გამიგია, სამშობლო იმიტომ მიყვარს, რომ ასე შორსა ვარ, თუ იმიტომ ვარ ასე შორს, რომ ასე ძალიან მიყვარს.'' ( 1 ქ )
ა) გ. ლეონიძეს    ბ) ილია ჭავჭავაძეს     გ) ლევან გოთუას     დ) მირზა გელოვანს
5) რომელმა დიდმა პოეტმა დაულოცა გზა ლექსით პატარა გიორგი ლეონიძეს? ( 1 ქ )
ა) ილიამ         ბ) აკაკიმ       გ) ვაჟა-ფშაველამ      დ) ნ. დუმბაძემ
6)  სად დაკრძალეს ნუგზარ შატაიძე? ( 1 ქ )
ა) მთაწმინდის პანთეონში    ბ) დიდუბის პანთეონში   გ) მშობლიურ სოფელში
7) შემოხაზეთ რომელი არ არის სინონიმთა წყვილი.  ( 1 ქ )
ა) ახოვანი და ზორბა    ბ) ქვევრი და ჭური   გ)  მამაცი და მხდალი
8)  ვის ეკუთვნის სიტყვები: ,,დღეს მე სულ სხვა კაცი ვიქნებოდი, ცხოვრების გზაზე მტკვარი რომ არ შემხვედროდა." (1 ქ )
 ა) ა. სულაკაურს   ბ) ნ.დუმბაძეს    გ) ნ. შატაიძეს   დ) ლ. ასათიანს
9) რა უწოდა მირზა გელოვანმა ფრონტზე დაწერილ ლექსებს? (1 ქ )
ა) ფრონტის ლირიკა   ბ) ომის ლირიკა   გ) ომის ლექსები
10) ამათგან რომელი გმირი არ არის ნახსენები მ.მაჭავარიანის ლექსში - ,,ვინც იყო იგი რომ არა".(1 ქ )
ა) ფარნავაზი   ბ) რუსთაველი     გ) ერეკლე მეფე   დ) დავით აღმაშენებელი
11) თქვენი აზრით, რატომ ეუბნება პეტრე შვილს:,, ეს დღე მე და შენთვის მზიანი დღეა"-ო? ( 2 ქ )
---------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
12) გაიხსენეთ მოთხრობა ,,ქვის დედაენა". რა იყო ის წიგნი, რომელიც ედიშერმა გამოქვაბულში მიიტანა და რა შთაბეჭდილება მოახდინა მან ხიმშიაზე? ( 2 ქ )
--------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------
13) დაასრილეთ სტროფი ლექსიდან ,, ვეფხისტყაოსანს."( 2 ქ )
,, უთენებელი ბნელეთის შენ ერთი გვყავდი მთეველი,
----------------------------------------------------------------------------
14) გაიხსენეთ მოთხრობა ,, ჩემი სოფლის სამკითხველო." რითი ხიბლავდა მთავარ გმირს სოფლის სამკითხველო? (2 ქ )
----------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------
15) ექვთიმე თაყაიშვილი მოგონებებში იხსენებს, რომ მას ხელთ ჩაუვარდა ი.ჭავჭავაძისა და ვანო მაჩაბლის მიერ ნათარგმნი წიგნი. დაწერეთ ამ წიგნის სახელწოდება. ( 2 ქ )
-----------------------------------------------------------------------------------------------------
16) გაიხსენეთ მოთხრობა ,,ბიჭი და ძაღლი".როგორ ფიქრობთ, რა შეცვალა ძაღლთან მეგობრობამ ბიჭის ხასიათში? ( 2 ქ )
-----------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
17) დაასრულეთ სტროფი ლექსიდან ,, ბარდნალა".  ( 2 ქ )
,, შენ მამაჩემო რას დარდობ----------------------------------------
------------------------------------------------------------------------------
18) გაიხსენეთ უფროსი ძმის საქციელი მოთხრობიდან -,, შეშაზე". რას ცდილობს ის დედასთან და ძმასთან ურთიერთობისას? ( 2 ქ )
----------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
19) მოთხრობაში ,,სურათებიანი წიგნი" რამ შეცვალა მოძალადე ბიჭის ბოროტი ზრახვები? ( 2 ქ )
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
20) გაიხსენეთ მოთხრობა ,, ხაზარულა".რა აღმოაჩინა გულშეღონებულმა ხემ  ფესვების ქვეშ? რა იგემა მან? ბოლოს რა დაინახა ისეთი, რამაც მიახვედრა, რომ ცოცხალი აღარ იყო? ( 2 ქ )
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------

Wednesday, December 4, 2013

,, საინგილო“

კაკლების ხეივანი საინგილოში
პროექტის სახელწოდება: ,, საინგილო“
პროექტი გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმით


გათვალისწინებული თემიდან:  იაკობ გოგებაშვილის  ,, ერეკლე მეფე და ინგილო ქალი.“                                                                                 პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები კვლევა-ძიების შედეგად გაიცნობენ საქართველოს დაკარგული კუთხის  ჰერეთის ისტორიას. გაიგებენ, რომ ინგილოები ქართველები არიან.   
თამარ მეფის ხიდი საინგილოში 
პროექტის აქტუალობა: საინგილო ანუ ისტორიული ჰერეთი საქართველოს ნაწილს წარმოადგენდა. ამჟამად იქ ცხოვრობენ იმ ქართველების შთამომავლები, რომლებიც მოწყდნენ დედასამშობლოს საუკუნეების წინათ.დღევანდელ დღეს აქტუალურია საკითხი, თუ როგორია მათი ყოფა-ცხოვრება სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში. როგორია მათი რელიგიური მრწამსი, სოციალური ყოფა.
ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი
    პროექტის მიზნები:   ჩვენს მიზანს წარმოადგენს რომ მოსწავლეებმა გაიგონ და გააანალიზონ , თუ რას ნიშნავს ტერმინი- ,, ინგილო“. გამაჰმადიანებულ ქართველს ინგილოს ეძახდნენ. აქედან გამომდინარე მოსწავლეებმა უნდა გაიგონ, რომ ინგილო არა ეთნიკური, არამედ სოციალური შინაარსის ცნებაა და რომ ყველა ინგილო ქართველია. ამიტომაც ჩვენი მიზანია არ გაწყდეს კავშირი ჩვენს თანამემამულეებთან. მოსწავლეებმა უნდა ეძებონ შესაძლო გზები მათთან დაახლოებისა და ჩასწვდნენ მათი გულის სიღრმეში ჩადებულ დიდ ტკივილს, დედა-სამშობლოდან მოწყვეტისა.
         მოსწავლეთა ასაკი:  მე-6-ე კლასი (11-12 წელი)
ვადები:  ორი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოთხრობის შესწავლის შემდეგ გააანალიზებენ თუ ვინ არის სინამდვილეში ის პატარა ინგილო გოგო. გამომდინარე იქედან, რომ საინგილო ანუ ჰერეთი დღეს ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში არ არის, მოსწავლეებს გაუჩნდებათ კითხვა თუ ვინ არიან ინგილოები და რა აკავშირებთ მათ საქართველოსთან. მოსწავლეების მიერ ჩატარებული კვლევა-ძიება მიიყვანს მათ იმ ჭეშმარიტებამდე, რომ ინგილოები ქართველები არიან. ისინი ასევე დაიწყებენ გამოკვლევას, თუ როდის და რატომ მოწყდა ეს ისტორიული ნაწილი ჩვენს ქვეყანას.ისინი ინტერნეტის საშუალებით დაათვალიერებენ სურათებს საინგილოს შესახებ და შეამჩნევენ დიდ მსგავსებას ჩვენს ქვეყანასთან. შესაძლოა მათ მოუნდეთ კიდეც ამ კუთხეში მოგზაურობა და იქ მცხოვრები ქართველების გაცნობა.

   პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, წიგნები, რვეულები და კალმები.
  პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები გაიაზრებენ პროექტის არსს, ისინი დაიყოფიან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს დაევალება იმუშაოს მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე. სავარაუდო საკითხებია:
  1)რას ნიშნავს ტერმინი ,,ინგილო’’
  რომელი ქვეყნის მთლიანობაში არის ამჟამად საინგილო.
  საქართველოს რომელი მხრიდან ესაზღვრება.                    მოსწავლეთა ჯგუფმა უნდა მოაწყოს პრეზენტაცია და გაგვაცნოს ისტორიული ცნობები ჰერეთის შესახებ.
   2)მოსწავლეთა მეორე ჯგუფი დაიწყებს კვლევა ძიებას საინგილოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების შესახებ.ფოტო მასალით გაამდიდრებს საკუთარ პრეზენტაციას და დაგვისახელებს მათ სახელწოდებებს,მოგვიყვება მათი დაარსების ისტორიას.რათქმაუნდა დასძენს ინფორმაციას ამჟამად რა ფუნქცია აქვთ ამ ტაძრებს,მიმდინარეობს თუ არა იქ წირვა-ლოცვა.
   3)მოსწავლეთა მესამე ჯგუფი შეისწავლის საკითხს, თუ რა ენაზე საუბრობენ ინგილოები. გაიგებენ, რომ საინგილოში ცხოვრობენ როგორც ქრისტიანი, ისე მაჰმადიანი ინგილოები. დაინტერესდებიან იმით, არიან თუ არა ისინი თავისუფლები რწმენაში. გაარკვევენ თუ რატომ საუბრობენ უფრო სალიტერატურო ქართულით მაჰმადიანი ინგილოები.
  4) მოსწავლეთა მეოთხე ჯგუფი მოამზადებს ასაუბროდ თემას, თუ რას გვასწავლის იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა - ,, მეფე ერეკლე და ინგილო ქალი." არის თუ არა ამ  შემთხვევაში მხატვრული ნაწარმოები  ისტორიული წყარო? როგორ დაგვეხმარა ლიტერატურული ნაწარმოები ინგილოებისა და დანარჩენი ქართველების ურთიერთობის გარკვევაში. რა დამოკიდებულებას ვხედავთ მეფესა და უბრალო ხალხს შორის. 
  კავშირი საგნობრივ ჯგუფებთან:საქართველოს ისტორია,  საქართველოს გეოგრაფია, რელიგია.

  ხელმძღვანელის ელ ფოსტა. Anagrigolia888@gmail.ge

Wednesday, November 27, 2013

ანა გრიგოლია

მე ვარ ქ.თბილისის  72-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი